Tuesday, June 5, 2012

კინოს წარმოშობა

კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და უამრავი მაყურებელი მოხიბლეს.
წლევანდელ წელს რამდენიმე ფილმმა შეგვახსენა კინო–ინდუსტრიის წარსული.სინამდვილეში გამოსახულება არ მოძრაობს იგი შედგება ათასობით კადრისგან ანუ სურათისგან, რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ. ყოველი კადრი მეხსიერებაში
რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება. ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს
შორის არ შეიმჩნევა და მოძრავი გამოსახულება იქმნება. თუმცა კინოს გადაღებისათვის მხოლოდ
სურათები არ კმარა. კინოს შექმნის საშუალება ხელოვანბეს შეექმნათ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა
გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა პირველი კინოაპარატი შექმნა

No comments:

Post a Comment